16 Ιανουαρίου, 2021

პრემიერ-მინისტრი გახარია გმობს რელიგიურ ძალადობას

Διαδώστε:

“მოგეხსენებათ, რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ისტორიული ფაქტი და ჩვენი სიმდიდრეა. ეს არის ის, საუკუნეების განმავლობაში როგორ ვაშენებდით ჩვენს სახელმწიფოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მთავრობა იყო და იქნება გარანტი თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უფლებების შესრულებისთვის. არავის მივცემთ შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქის უფლებები რაიმე სახით შეიზღუდოს, თუმცა ასევე, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ უკანონო ქმედებებით რაიმე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას. შსს-ს უკვე აქვს დავალება, რომ იქ, სადაც იქნება ელემენტარული მცდელობა იმისთვის, რომ რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებას ხელი შეეწყოს ან პროვოცირება მოხდეს, სახელმწიფო და შსს იმოქმედებენ უმკაცრესად“ – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

 

wenews.ge

Διαδώστε: