01 Οκτωβρίου, 2020

პროკურატურაში დავით გარეჯის საკითხზე არქიმანდრიტი კირიონი გამოიკითხა

Διαδώστε:

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის მონასტრის საკითხზე, არქიმანდრიტი კირიონი გამოიკითხა.

„მე მგონი, ჩემი მხრიდან უთქმელი არაფერი არ დარჩენილა. ყველაფერზე იყო საუბარი. ეს არის დახურული თემა. ვცხოვრობ დავით გარეჯში და საუბარი იყო დავით გარეჯზე“, – განაცხადა არქიმანდრიტმა ჟურნალისტებთან, გამოკითხვის დასრულების შემდეგ.

ცოტა ხნის წინ, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

Διαδώστε: