24/09/2019 24/09/2019 ვიაკომპანია „რაინეარი“, რომელიც ნოემბერში ქართულ ბაზარზე შემოდის, თბილისისა და ქუთაისის შესახებ სტატიებს აქვეყნებს. ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში საუბარია ქალაქების ღირსშესანიშნაობებზე, ასევე საუკეთესო კაფეებსა და რესტორნებზე. „რა უნდა ნახო და სად წახვიდე თბილისში“, – ამ სტატიაში ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია მგზავრებს სამების საკათედრო ტაძრის, ქართლის დედის ქანდაკების, მთაწმინდის პარკისა და მშვიდობის ხიდის დათვალიერებას, ასევე რეზო გაბრიაძის თეატრის...
24 Σεπτεμβρίου, 2019 - 15:05

„რაინეარის“ ვებგვერდზე თბილისსა და ქუთაისზე სტატიები გამოქვეყნდა

Διαδώστε:
„რაინეარის“ ვებგვერდზე თბილისსა და ქუთაისზე სტატიები გამოქვეყნდა

ვიაკომპანია „რაინეარი“, რომელიც ნოემბერში ქართულ ბაზარზე შემოდის, თბილისისა და ქუთაისის შესახებ სტატიებს აქვეყნებს. ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში საუბარია ქალაქების ღირსშესანიშნაობებზე, ასევე საუკეთესო კაფეებსა და რესტორნებზე.

„რა უნდა ნახო და სად წახვიდე თბილისში“, – ამ სტატიაში ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია მგზავრებს სამების საკათედრო ტაძრის, ქართლის დედის ქანდაკების, მთაწმინდის პარკისა და მშვიდობის ხიდის დათვალიერებას, ასევე რეზო გაბრიაძის თეატრის შენობაზე მდებარე საათის დათვალიერებას ურჩევს.

ქუთაისში სტუმრობისას ავიაკომპანიის ყურადღების ცენტრშია ბაგრატის ტაძარი, გელათის მონასტერი, სათაფლიის ნაკრძალი, პრომეთეს მღვიმე, ასევე ქალაქის ცენტრალური ბაზარი.

„რაინეარი“ პირველ ეტაპზე თბილისიდან მილანსა და კიოლნში, ქუთაისიდან კი მარსელსა და ბოლონიაში იფრენს.
1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων