16 Ιανουαρίου, 2021

რას აცხადებს სასულიერო პირი, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებული აზიარა და შემდეგ იგივე კოვზით თავად ეზიარა?!

Διαδώστε:

საბერძნეთის ერთ-ერთ ქალაქში მოღვაწე პროტოპრესვიტერი კონსტანტინე აცხადებს, რომ მას დაუკავშირდა ერთი ოჯახი, რომელიც კორონავრირუსით ინფიცირებული იყო. მათ სთხოვეს, რომ სურდათ საღმრთო ზიარების მიღება, რაზეც სასულიერო პირი მაშინვე დათანხმდა და მათი სახლისაკენ გაეშურა. მამა კონსტანტინემ ოჯახის წევრები აზიარა, რის შემდეგაც წმიდა ჭურჭელში დარჩენილი ნაწილები თვითონ იგივე კოვზით მიიღო. რამდენიმე დღის შემდეგ პროტოპრესვიტერმა კორონავირუსის ტესტი გაიკეთა, რომელმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა – მას ვირუსი არ გადაედო.

საუბარში პროტოპრესვიტერი კონსტანტინე აღნიშნავს, რომ ასევე ქრისტეს შობის საუფლო დღესასწაულზე დაახლოებით შვიდასი მორწმუნე ერთი კოვზით აზიარა, რომელთა შორის დიდი ალბათობით ინფიცირებული ადამიანიც იქნებოდა. მამა კონსტანტიმე აღნიშნა: “თუ წმიდა ზიარება ვირუსის გადამდები იქნებოდა, მაშინ ჩვენი ქალაქის ყველა მოსახლე დღეს კორონავირუსით ინფიცირებული უნდა იყოს, რაც ასე არ არის!”.

აქვე მან განაცხადა: “უნდა დავიცვათ ის, რასაც მეცნიერები გვეუბნებიან, რომლებსაც პატივს ვცემთ და გვიყვარს, მაგრამ ყველაფერზე მაღლა ქრისტე დავაყენოთ”.

 

wenews.ge

Διαδώστε: