22 Ιανουαρίου, 2021

რა არის ქრისტიანის მიზანი?

Διαδώστε:

ადამიანი შექმნილია განღმრთობისთვის. წმ. ათანასე დიდი ამბობს: “ღმერთი განკაცდა, რათა ადამიანი ღმერთი გამხდარიყო”. მიწიერი ცხოვრება მოგვეცა, რათა ჩვენი პიროვნება მიუახლოვდეს და შეუერთდეს ქრისტეს პიროვნებას. ქრისტესთან შერწყმული ადამიანი არ კარგავს თავის თავს, ღმერთიც იგივე რჩება. ეს შეერთება უპიროვნო ნირვანაში გადასვლა არაა. არც აღებ-მიცემობით მიიღწევა (ღმერთო მე ვილოცებ შენ წინაშე, შენ კი სასუფეველი მომმადლე) სამოთხე. ღმერთისკენ სწრაფვა ეგოისტურ, მარტოსულ მოღვაწეობად არ უნდა გვექცეს. ჭეშმარიტი ქრისტიანი სხვებთან ერთობაში აგრძელებს ცხოვრებას. იმისთვის, რომ ადამიანმა ამ სრულყოფილებას მიაღწიოს, მთელი გულით უნდა მოინდომოს ღმერთთან მყოფობა: ისე, რომ ვერც “ამა სოფელმა, ვერც ანგელოზებმა და ვერც იმა სოფელმა” ვერ განგვაშოროს ქრისტეს. ხოლო თუ ასეთი სურვილის შემდეგ მორწმუნე სახარების მცნებებით იცხოვრებს და ეკლესიის გამოცდილებას გაიაზრებს, ღმრთის შეწევნით მივა ნავთსაყუდელამდე. შეიძლება ვთქვათ, ღმერთი შეხვდება მის მაძებარს.

 

წყარო: მღვდელი ლევან მექოშვილი
წიგნი „მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობა“

 

ambioni.ge

Διαδώστε: