28 Μαΐου, 2020

რელიგიის საკითხთა სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ამაღლების დღესასწაულს ულოცავს

Διαδώστε:

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ამაღლების დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

„დღეს მართლმადიდებელი ქრისტიანები ამაღლებას დღესასწაულობენ. ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია და აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება. საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე, რომელიც ხშირად ეცხადებოდა მოწაფეებს და ღმრთის სასუფევლის შესახებ ესაუბრებოდა, მოწაფეებს უკანასკნელად აღდგომიდან მეორმოცე დღეს გამოეცხადა, აიყვანა ზეთისხილის მთაზე, უთხრა, არსად წასულიყვნენ იერუსალიმიდან, სანამ მათზე არ გადავიდოდა სულიწმინდის მადლი, რის შემდეგაც ქრისტიანობის გასავრცელებლად განსაკუთრებულ ძალას მიიღებდნენ. ამ სიტყვების შემდეგ მაცხოვარმა მოწაფეები აკურთხა და მათ თვალწინ ზეცად ამაღლდა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამაღლებას ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

ipn.ge

Διαδώστε: