06 Μαΐου, 2019

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებლებს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს

Διαδώστε:

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ყველა მართლმადიდებელს გიორგობის დღესასწაულს ულოცავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდი წმინდანის, გიორგი კაპადოკიელის აღსრულების დღეს აღნიშნავს.

„ქართველთათვის გამორჩეული წმინდანი – დიდმოწამე გიორგი საქართველოს მფარველად ითვლება. საქართველოს წმინდა გიორგის ქვეყანას, გეორგიას უწოდებდნენ. მრავალი ლეგენდაა იმის შესახებ, თუ როგორ შეეწეოდა წმინდა გიორგი ქართველთა ლაშქარს მრავალრიცხოვან მტერთან ომში, მათ შორის დიდგორის ბრძოლაშიც.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა მართლმადიდებელს გიორგობის დღესასწაულს, მისი მადლი და ძალა შეგწეოდეთ თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს“, – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებეულ ინფორმაციაში.

IPN

Διαδώστε: