06 Ιουνίου, 2019

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებელ ქრისტიანებს მაცხოვრის ამაღლებას ულოცავს

Διαδώστε:

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მაცხოვრის ამაღლებას ულოცავს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

„დღეს, აღდგომიდან მეორმოცე დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას აღნიშნავს. ქრისტიანული სწავლებით, მაცხოვარი აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა თავის მოწაფეებს და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა, 40 დღის შემდეგ კი უკანასკნელად გამოეცხადა მათ, მოუწოდა, ექადაგათ სახარება მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით და მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცად.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მაცხოვრის ამაღლებას ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს“, – აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაში.

IPN

Διαδώστε: