13 Ιανουαρίου, 2021

რუმინეთის საპატრიარქო ჯანდაცვის სამინისტროს მხარს უჭერს ვაქცინაციის საკითხში

Διαδώστε:

ვაქცინაციის კამპანიის შესახებ ინფორმაცია რუმინეთის საპატრიარქომ გაუგზავნა თავის ყველა ეპარქიას ინფორმაცია სახელწოდებით: ”რუმინეთში ვაქცინაცია COVID-19– ის წინააღმდეგ უფასო, ნებაყოფლობითი, უსაფრთხო”.

რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დააგზავნა ეს დოკუმენტი, რათა სამწყსომ შეძლოს მიიღოს ინფორმაცია ექსპერტების მიერ ვაქცინის შესახებ მიწოდებულ ცნობებსა და განმარტებებზე დაყრდნობით და მიიღონ ადეკვატური ინფორმაცია, რის შემდეგაც გადაწყვეტენ გაიკეთებენ თუ არა ვაქცინას.

”რუმინეთის საპატრიარქო მიესალმება ვაქცინის სასიხარულო ცნობას, რომელმაც შეიძლება შეამციროს და შეაჩეროს ამჟამინდელი პანდემია, მაგრამ ეკლესია ვერ გადაწყვეტს მკაცრ სამედიცინო საკითხებს”, – განაცხადა რუმინეთის საპატრიარქოს სპიკერმა ვასილ ბანესკუმ.

”ვაქცინაციის კამპანიის წარმატებისთვის აუცილებელია საზოგადოებას სათანადოდ ვაცნობოთ გარკვეული ასპექტების შესახებ, როგორიცაა ვაქცინაციის ნებაყოფლობითი, უფასო და უსაფრთხო ხასიათი, რომ ეს არის უფლება და არა ვალდებულება”, – ნათქვამია ბროშურაში.

18 გვერდიან ბროშურაში აღწერილია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებული სამედიცინო საკითხები.

 

wenews.ge

Διαδώστε: