27 Απριλίου, 2020

რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსი კორონავირუსით გარდაიცვალა

Διαδώστε:

 

ჟელეზნოგორსკისა და ლგოვის ეპისკოპოსი ბენიამინი კორონავირუსით ინფიცირების შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

55 წლის ეპისკოპოსი კურსკის ოლქის საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

ეპისკოპოსს „კოვიდ-19“-ით გამოწვეული ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა.

 

1 tv.ge

Διαδώστε: