01 Δεκεμβρίου, 2023

რუსეთის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი და პატრიარქი კირილე XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ

Διαδώστε:

2023 წლის 28 ნოემბერს კრემლის სახელმწიფო სასახლეში გაიმართა XXV მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების პლენარული სხდომა, რომელიც მიეძღვნა თემას „რუსული სამყაროს აწმყო და მომავალი“. კრემლში შეხვედრა გახდა საიუბილეო კრების მთავარი ღონისძიება, რომელიც გაიმართა 27-28 ნოემბერს რუსეთის დედაქალაქში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის, კირილეს ლოცვა-კურთხევით და პრეზიდენტის კულტურული ინიციატივების ფონდის მხარდაჭერით, – იუწყებაт პატრიარქის პრეს-სამსახური.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი პლენარულ სხდომას ვიდეო კომუნიკაციის საშუალებით შეუერთდა.

კრემლის სახელმწიფო სასახლეში გამართულ სხდომაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების მეთაურმა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ.

დარბაზში ისხდნენ: რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ცენტრალურ ფედერალურ ოლქში, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს წევრი ი.ო. შჩეგოლევი; რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე ა.იუ. კუზნეცოვა; რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე, საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციის „მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების“ პრეზიდიუმის და ბიუროს წევრი, სრულიად რუსეთის სახალხო კრების მოსკოვის ფილიალის თანათავმჯდომარე. პ.ო. ტოლსტოი; რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე ი.ე. ლევიტინი; რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრი ო.ბ. ლიუბიმოვა; რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ა.ი. ბასტრიკინი; რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ვ.დ. ზორკინი; რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული ბავშვთა უფლებების საქმეთა მმართველი მ. ლვოვა-ბელოვა; რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის პოლიტიკური პარტიების ფრაქციათა ლიდერები – რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე, КПРФ-ს ფრაქციის ხელმძღვანელი გ.ა. ზიუგანოვი; რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქცია ЛДПР-ის ხელმძღვანელი, მსოფლიო საზოგადოებრივი გაერთიანების, „მსოფლიო რუსეთის სახალხო კრება“-ს წევრი ლ.ე. სლუცკი; ფრაქციის „Единая Россия“-ს ხელმძღვანელი ვ.ა. ვასილიევი.

კრების მუშაობაში მონაწილეობდნენ: ВРНС-ს მეთაურთა მოადგილეები: მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პირველი ვიკარი, ვოსკრესენსკის მიტროპოლიტი გრიგოლი; რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის რექტორი ა.ვ. შჩიპკოვი; წმინდა ბასილი დიდის ფონდის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, „ცარგრადის“ საზოგადოების დამფუძნებელი კ.ვ. მალოფეევი.

სხდომის მონაწილეები ასევე გახდნენ: წმინდა სინოდის წევრები – ცენტრალური აზიის სამიტროპოლიტო ოლქის მმართველი, ტაშკენტისა და უზბეკეთის მიტროპოლიტი ბიკენტი; სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ბარსანუფი; მოსკოვის სამიტროპოლიტოში პატრიარქის ადგილმონაცვლე, კრუტიცკისა და კოლომნის მიტროპოლიტი პავლე; სრულიად ბელორუსის საპატრიარქო ეგზარქოსი, მინსკისა და ზასლავსკის მიტროპოლიტი ბენიამენი; საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი; რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები და სასულიერო პირები; საზოგადოებასა და მედიასთან ეკლესიის ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე ვ.რ. ლეგოიდა; იმპერატორული მართლმადიდებლური პალესტინის საზოგადოების თავმჯდომარე ს.ვ. სტეპაშინი; სამთავრობო ორგანოების წარმომადგენლები, რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის დეპუტატები; მოსკოვის საპატრიარქოს სინოდალური დაწესებულებები, ВРНС-ის პრეზიდიუმის ბიუროს წევრები; ტრადიციული რელიგიების უმაღლესი სასულიერო პირები; მეცნიერების, განათლებისა და კულტურის დარგებში მოღვაწენი; საზოგადოების წარმომადგენლები.

პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდა ტელეარხებზე – „Россия 24“ და „Спас“, ასევე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ პორტალზე Patriarchia.ru.

ღონისძიების დაწყებამდე აღევლინა ლოცვა „მეუფეო ზეცათაო“, სრეტენის სასულიერო აკადემიის გუნდის შესრულებით.

სხდომა გაიხსნა რუსეთის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის გამოსვლით, რომელმაც კრების მონაწილეებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიმართა.

სახელმწიფო მეთაურის გამოსვლისას სხდომის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას დაღუპულ გმირებს.

გამოსვლის დასასრულს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა: „კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, თქვენი პატრიოტული სულისკვეთებისთვის და, რა თქმა უნდა, მოგილოცოთ მსოფლიო რუსეთის სახალხო საბჭოს 30 წლის იუბილე. მაგრამ განსაკუთრებული მადლიერების სიტყვები მინდა ვუთხრა მის მეთაურს –მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს.

მე ვიცი, რა დაუღალავ შრომას ეწევით თქვენ, თქვენო უწმინდესობავ, რუსეთის სულიერი აღორძინებისთვის. რაოდენ მნიშვნელოვანი და ფასეულია თქვენი პოზიცია, – მინდა ამას ხაზი გავუსვა. რაოდენ დიდ საქმეს აკეთებს თქვენი ხელმძღვანელობით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, სამღვდელონი და საერონი სოციალური, საქველმოქმედო და მოხალისეობრივი პროექტების განსახორციელებლად. როგორი მხარდაჭერა აქვთ ჩვენს ჯარისკაცებს და მათ ოჯახებს. როგორ ელიან ფრონტის ხაზზე ჩვენი ჯარისკაცები და ოფიცრები პატრიარქის სიტყვას.

დღეს, მსოფლიო რუსეთის სახალხო კრებაზე, მოხარული ვარ, რომ გილოცოთ 2023 წლის პრეზიდენტის პრემიით დაჯილდოებას რუსი ერის ერთიანობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის. მდაბალი თაყვანისცემა თქვენ. კრებას წარმატებულ მუშაობას ვუსურვებ“.

უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ მადლობა გადაუხადა ვ.ვ. პუტინს გამოსვლისათვის: „გულითადად გმადლოთ თქვენ, ღრმად პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ, კრებისადმი მიმართული ამ შესანიშნავი სიტყვისთვის. და, რა თქმა უნდა, ძალიან შეძრა ჩემდამი თქვენმა სიტყვებმა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი, როგორც სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე მსახურების დაწყებიდანვე, ჩვენ, განსაკუთრებით უფროსი თაობის ადამიანებმა, რომლებიც ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის ომისშემდგომი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდს, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ მაშინ სახელმწიფოს სათავეში ისეთი ადამიანის გამოჩენის ფაქტს, როგორიც თქვენ ხართ. და თავიდანვე, მე კარგად მახსოვს ეს დრო, ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ თქვენ დაგიკავშირათ ხალხის, საზოგადოების და სახელმწიფოს ცხოვრებაში განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც ესოდენ მომწიფებული იყო იმ დროისათვის.

ამ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ მოხდა. რუსეთი გახდა მართლაც თანამედროვე, მეცნიერულად და ტექნოლოგიურად განვითარებული, სულიერად მდიდარი, მრავალეროვნული სახელმწიფო, სადაც ცალკეული ხალხისა და ეთნიკური ჯგუფის ინტერესები ასე ჰარმონიულად არის შერწყმული ეროვნულ ინტერესებთან. ჩვენი ხალხის ეს ერთიანობა, ჩვენი საზოგადოების ერთიანობა, მე ვიცი, იწვევს უპირველეს ყოვლისა, არაკეთილმოსურნეთა გაკვირვებას, რადგან მრავალეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბების გამოცდილება ყოველთვის არ არის ისეთი წარმატებული და სხვებისთვის მაგალითის მიმცემი, როგორც რუსეთის გამოცდილებაა. მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ასე უბრალოდ არ ხდება – «По щучьему велению», როგორც იტყოდნენ ხოლმე ხალხში, – არამედ მიიღწევა ადამიანების შრომით და, რა თქმა უნდა, ბრძნული, პატრიოტული, ხალხისთვის ღია ხელმძღვანელობით.

გამოვხატავ ჩემს გულწრფელ მადლიერებას და, დაე, უფალმა გააძლიეროს თქვენი ძალა, თქვენი უახლოესი თანამშრომლების ძალა, რომლებიც ქმნიან ამ ერთიან გუნდს, რათა შემდგომშიც განაგრძოთ თქვენი მუშაობა ჩვენი სამშობლოს და მთელი რუსი ხალხის საკეთილდღეოდ.

გულითად მადლობას გიხდით თქვენი სიტყვებისთვის და თქვენი კეთილი საქმეებისთვის“.

შემდეგ ВРНС-ის პლენარულ სხდომაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართა მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების მეთაურმა უწმიდესმა პატრიარქმა კირილემ.

სხდომაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ: რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრებიდ სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე პ.ო. ტოლსტოი და ВРНС-ის იაროსლავის რეგიონალური განყოფილების წარმომადგენელი, მრავალშვილიანი დედა მ.ს. პოპოვა (მეცნიერ-ბიოლოგებმა ალექსანდრე და მარია პოპოვებმა, ათი შვილის მშობლებმა, მიატოვეს სამეცნიერო კარიერა და წავიდნენ სოფელში, რათა შეექმნათ რაც შეიძლება ხელსაყრელი პირობები შვილების ქრისტიანული აღზრდისთვის).

შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დასასრულს ვ.ვ. პუტინმა ფორუმის მონაწილეებს დასკვნითი სიტყვით მიმართა.

შემდეგ გაიმართა საპატრიარქო ჯილდოების გადაცემა.

საზოგადოებაში ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებაში შეტანილი წვლილის გათვალისწინებით და მსოფლიო რუსეთის სახალხო საბჭოს 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ВРНС-ის ხელმძღვანელის მოადგილეები კ.ვ. მალოფეევი და ა.ვ. შჩიპკოვი დაჯილდოვდნენ „პატრიარქო მადლიერების“ მედლით.

საზოგადოებაში ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისთვის, საპატრიარქო სიგელებით დაჯილდოვდნენ: რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე, მოსკოვის მსოფლიო რუსეთის სახალხო საბჭოს რეგიონალური განყოფილების თანათავმჯდომარე პ.ო. ტოლსტოი;

რელიგიური განათლებისა და კატეხიზაციის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, ეკატერინბურგისა და ვერხოტურის მიტროპოლიტი ევგენი;

ჩელიაბინსკისა და მიასის მიტროპოლიტი ალექსი;

ყირიმის რესპუბლიკაში რუსეთის მსოფლიო სახალხო საბჭოს რეგიონალური განყოფილების თანათავმჯდომარე ე.ა. აქსენოვა;

მორდოვას რესპუბლიკის მეთაური ა.ა. ზდუნოვი;

კემეროვოს ოლქის გუბერნატორი ს.ე. ცივილევი;

ჩელიაბინსკის ოლქის გუბერნატორი ა.ლ. ტექსლერი;

კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის უფროსი ა.იუ. ლიპოვი;

მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სამდივნოს უფროსი ს.იუ. რუდოვი;

საქველმოქმედო ფონდის „ქალები სიცოცხლისთვის“ პრეზიდენტი, რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წევრი ნ.ი. მოსკვიტინა;

ჩელიაბინსკის ოლქში მსოფლიო რუსეთის სახალხო საბჭოს რეგიონალური განყოფილების თანათავმჯდომარე ე.ვ. დოროხოვი; რუსეთის მსოფლიო სახალხო საბჭოს რეგიონალური განყოფილების თანათავმჯდომარე ნოვოსიბირსკის ოლქში ე.ა. ციბიზოვი;

ტიუმენის ოლქში რუსეთის მსოფლიო სახალხო საბჭოს რეგიონალური განყოფილების თანათავმჯდომარე გ.ნ. ჩებოტარიოვი;

მოსკოვის ოლქში უწმინდესი პატრიარქის მდივანი, ოდინცოვოს ეპარქიის სამმართველოს მდივანი, მოსკოვის ოლქში მსოფლიო რუსეთის სახალხო კრების სამდივნოს ხელმძღნვალი, დეკანოზი დიონისე კაზანცევი.

შემდეგ გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ: მოსკოვის სიმფონიური ორკესტრი „რუსული ფილარმონია“ (დირიჟორი – ს. ტარარინი); ა.ვ. სვეშნიკოვის სახ. სახელმწიფო აკადემიური რუსული გუნდი (სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი – რუსეთის სახალხო არტისტი გენადი დიმიტრიაკი); ა.გ. შნიტკეს სახ. მოსკოვის მუსიკის სახელმწიფო ინსტიტუტის საკონცერტო გუნდი (სამხატვრო ხელმძღვანელი – რუსეთის ფედერაციის უმაღლესი პროფესიული განათლების საპატიო თანამშრომელი პროფესორი დიმიტრი ონეგინი); სამრეკლო „რუსეთის ზარები“.

კონცერტს უძღვებოდნენ რუსეთის სახალხო არტისტი დიმიტრი პევცოვი და თეატრისა და კინოს მსახიობი ქსენია ალფეროვა.

mospat.ru/ge

Διαδώστε: