2024 წლის 16 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიის არაბთა რესპუბლიკაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. მასში, კერძოდ, გამოთქმულია დარწმუნებულობა, რომ სირიაში ვითარების მყარი ნორმალიზაციის გზა „გადის ინკლუზიური ინტერსირიული დიალოგის დაწყებაში, რომელიც მიზნად დაისახავს ეროვნული თანხმობის მიღწევას და პოლიტიკური დარეგულირების კომპლექსური პროცესის ხელშეწყობას გაეროს უშიშროების საბჭოს 2254 რეზოლუციაში ჩადებული საბაზისო პრინციპების შესაბამისად“.
განცხადებაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ ფაქტზე, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მრავალი საუკუნის განმავლობაში ერთად ცხოვრობენ მუსლიმები და ქრისტიანები, ხოლო დამასკო წარმოადგენს ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, იოანე X-ის – ანტიოქიის ეკლესიის მეთაურის – რეზიდენციას, რომელიც არის და-ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სირია კვლავაც დარჩება სამშობლოდ ყველა მისი მოქალაქისთვის, განურჩევლად მათი რელიგიური კუთვნილებისა“, – ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკური უწყება.