19 Απριλίου, 2024

რუსეთის სულიერი მისიის ხელმძღვანელი იერუსალიმის პატრიარქ თეოფილეს ეწვია

Διαδώστε:

17 აპრილს, იერუსალიმში რუსეთის სულიერი მისიის ხელმძღვანელი, არქიმანდრიტი ბასიანე (ზმეევი) თავისი მოადგილის, იღუმენ ნიკონის (გოლოვკო) თანხლებით, იერუსალიმის საპატრიარქოს ეწვია, სადაც იგი თბილად მიიღო წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის უწმინდესმა პატრიარქმა თეოფილე III-მ.

არქიმანდრიტმა ბასიანემ გულწრფელი მადლობა გადაუხადა მის უნეტარესობას მთლიანობაში რუსეთის სულიერი მისიაზე მამობრივი მზრუნველობისთვის და კურთხევისთვის, რომელიც მან მისცა იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებს – გერასის მთავარეპისკოპოს თეოფანეს და იერაპოლის მთავარეპისკოპოს ისიდორეს, მონაწილეობა მიიღონ ღვთისმსახურებაში წმიდა საფლავის საძმოს სამღვდელოებასთან ერთად აინ-კერიმის გორენის მონასტერში „ამბორისყოფის“ დღესასწაულზე.

როგორც რუსეთის სულიერი მისიის ვებგვერდი იტყობინება, საუბრის მსვლელობისას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა იერუსალიმის პატრიარქ თეოფილესთან ერთად განიხილეს ერთობლივი გეგმები დიდ შაბათს წმინდა ცეცხლის შესახვედრად და იერუსალიმში ბრწყინვალე აღდგომის აღსანიშნავად.

mospat.ru/ge

Διαδώστε: