რუსეთში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სასულიერო პირები შესაძლოა, საეკლესიო სასამართლომ გაასამართლოს
მოსკოვის საპატრიარქოს ვებგვერდი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის განკარგულებას აქვეყნებს.
განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მონასტრებისა და ეკლესიების წინამძღოლებს პირადი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მონასტრებსა და სამრევლოებში კორონავრუსის ინფექციის საფრთხის აღმოფხვრისათვის დაწესებული განაკრგულებებისა და მითითებების დაცვასა და შესრულებაზე.
გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, იმ შემთხვევებში, თუ კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული მითითებების შეუსრულებლობა გამოიწვევს ადამიანის ინფიცირებას და გარდაცვალებას, დამნაშავე შესაძლოა, საეკლესიო სასამართლოს მიერ გასამართლდეს ან საეკლესიო-ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისროს.
— 1tv.ge
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.