02 Ιανουαρίου, 2021

საახალწლო სამადლობელი ღვთისმსახურება ბულგარეთის საპატრიარქოში

Διαδώστε:

2021 წლის 1 იანვარს სოფიის წმიდა კვირიკეს სახელობის საკათედრო ტაძარში აღესრულა წმიდა ბასილის დიდის საღმრთო ლიტურგია.

ღვთისმსახურება უწმიდესი სრულიად ბულგარეთის პატრიარქის ნეოფიტეს ლოცვა-კურთხევით აღავლინა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბელოგრანდის ეპისკოპოსმა პოლიკარპემ.

საღმრთო ლიტურგიის დასასრულს მეუფე პოლიკარპემ წაიკითხა სრულიად ბულგარეთის უწმიდესი პატრიარქის ნეოფიტეს საახალწლო გზავნილი მორწმუნე მრევლისადმი.

 

wenews.ge

Διαδώστε: