22 Δεκεμβρίου, 2020

საბერძნეთში არქიმანდრიტი და მრევლი წირვაზე დასწრების გამო დააჯარიმეს

Διαδώστε:

თესალონიკის წმიდა სპირიდონ ტრიმითინტელის (ტრიმიფუნტელი) სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ანტონი (პაკალიდისი), ტაძარში წირვაზე მრევლის დასწრების გამო პოლიციამ 1500 ევროთი დააჯარიმა. ასევე დააჯარიმეს წირვაზე დამსწრე მრევლიც.

აღნიშნული ფაქტის შესახებ არქიმანდრიტმა ანტონმა ბერძნულ პრესასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მან საკვირაო წირვა დილით ჩაატარა, სადაც ტაძრის გარეთ ხალხი ესწრებოდა, ხოლო წირვის შემდგომ მრევლის გაჭივრებულ წევრებს ურიგებდა საშობაო საჩუქრებსა და ეკონომიკურ დახმარებას, რომელ დროსაც უბნის უცნობმა მოსახლემ პოლიცია გამოიძახა, რასაც ჯარიმების გამოწერა მოყვა.

ამ ფაქტმა საბერძნეთის მორწმუნე საზოგადოება აღაშფოთა, რასაც მოყვა კრიტიკული გამოხმაურება საბერძნეთის სახელმწიფოსა და პოლიციის მიმართ.

wenews.ge

Διαδώστε: