28 Ιουνίου, 2024

საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე მოსკოვში ანტიოქიის საპატრიარქოს მეტოქიონს ეწვია

Διαδώστε:

2024 წლის 27 ივნისს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი მოსკოვის საპატრიარქო საყდართან ანტიოქიის პატრიარქის წარმომადგენლის, ფილიპოპოლის მიტროპოლიტ ნიფონის მიწვევით მოსკოვში ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქიონს ეწვია, რომელიც მდებარეობს მთავარანგელოზ მიქაელისა და დიდმოწამე თეოდორე სტრატილატის ტაძართან მთავარანგელოზის შესახვევში.
ძმური საუბრის პროცესში მეუფე ანტონიმ და მიტროპოლიტმა ნიფონმა განიხილეს რუსეთისა და ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიების ორმხრივი ურთიერთობებისა და ურთიერთ ინტერესების შემცველი სხვა საკითხები.

mospat.ru

Διαδώστε: