12 Απριλίου, 2020

საეკლესიო წესით, საფლავზე გასვლა აღდგომის მომდევნო კვირის სამშაბათს ხდება

Διαδώστε:

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, საეკლესიო წესის მიხედით მოსახლეობა საფლავზე აღდგომის მომდევნო კვირის სამშაბათს უნდა გავიდეს.

მისი თქმით, ეკლესიას ამ კუთხით ახალი რეკომენდაცია ჯერჯერობით არ გაუცია.

„ჩვენ ჯერჯერობით რეკომენდაცია არ მიგვიცია, არავითარი, მაგრამ ეს რეკომენდაცია დიდი ხნის წინ გამოვაცხადეთ, რომ საეკლესიო წესის მიხედვით, საფლავებზე გადიან მეორე კვირის სამშაბათს და არა აღდგომის მეორე დღეს. საერთოდ, აღდგომას გადიოდა ხოლმე ხალხი, მერე გადავიდა აღდგომის მეორე დღეს დიდი გაჭირვებით“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

 

dogma.ge

Διαδώστε: