21/06/2019 21/06/2019 2019 წლის 18-19 ივნისს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო-ბიზანტია – ქრისტიანული აღმოსავლეთი“ II ჩატარდა რომელიც ეძღვნება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და უცხოეთის სამეცნიერო დაწესებულებებს შორის მრავალწლიან ურთიერთობებს.   მასში 10-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო-ბიზანტია – ქრისტიანული აღმოსავლეთი“ II საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მისი მიზანი იყო  თანამედროვე ევროპულ სამყაროში საქართველოს კულტურული...
21 Ιουνίου, 2019 - 15:41
Τελευταία ενημέρωση: 21/06/2019 - 15:42

საერთაშორისო კონფერენცია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

Διαδώστε:
საერთაშორისო კონფერენცია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს  ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

2019 წლის 18-19 ივნისს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო-ბიზანტია – ქრისტიანული აღმოსავლეთი“ II ჩატარდა რომელიც ეძღვნება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და უცხოეთის სამეცნიერო დაწესებულებებს შორის მრავალწლიან ურთიერთობებს.   მასში 10-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

საერთაშორისო კონფერენცია „საქართველო-ბიზანტია – ქრისტიანული აღმოსავლეთი“ II საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მისი მიზანი იყო  თანამედროვე ევროპულ სამყაროში საქართველოს კულტურული და ისტორიული გამოცდილების სწორად წარმოჩენა.

საქართველომ შუა საუკუნეებში დიდი წვლილი შეიტანა ქრისტიანული ლიტერატურის, ფილოსოფიის და ხელოვნების განვითარებაში ამდენად, მისი ურთიერთობა ბიზანტიასა და აღმოსავლურ ქრისტიანულ სამყაროსთან უაღრესად აქტუალური თემაა. კონფერენციის ფარგლებში გაიხსნა ძველი ქართული ხელნაწერების გამოფენა.  მხოლოდ ერთი დღით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო  მეცხრე საუკუნის უნიკალური ბერძნული ხელნაწერი, კორიდეთის სახარება, რომელიც კარგად წარმოაჩენს ქართული და ბიზანტიური კულტურის მჭიდრო კავშირს, ასევე  მე10- მე11 საუკუნეებში შექმნილი უნიკალური ქართული ხელნაწერები ალავერდის ოთხთავი, ვანის ოთხათავი, მიქელ მოდრეკილის იადგარი,  რომლებიც ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის განსაკუთრებულ ნიმუშებს წარმოდგენენ,

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის  პროფესორი დეკანოზი ბიძინა გუნია და  გამომცემლობის თანამშრომელი ქეთევან მამასახლისი. მამა ბიძინა გუნიამ წარმოადგინა მოხსენება თემაზე ,,ბრწყინვალე და განათლებული დღე მეორედ მოსვლისა“, სადაც მიმოხილულია  პატრისტიკული ეგეზეგეტიკა უფლის მეორედ მოსვლის შესახებ, ხოლო ქეთევან მამასახლისის მოხსენება    შეეხებოდა  პატერიკული ჟანრის მწერლობას, კერძოდ წმინდა ანტონი დიდისა და წმინდა ამონ ნიტრიელის შმოქმედების ურთიერთმიმართების საკითხს.

 

unnamed                                                                                unnamed

 

tsas.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων