03 Ιουνίου, 2019

სალომე ზურაბიშვილი გულზე დაკიდებული წმინდა ნინოს ჯვრითა და ხელში ვაზის ჯვრით

Διαδώστε:

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სრულიად საქართველოს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღე მოულოცა. “მინდა ყველას მივულოცო დღევანდელი დღე. წმინდა ნინო ფარავდეს სრულიად საქართველოს. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე. 1700 წლის წინ შემოვიდა წმინდა ნინო საქართველოში და იმის მერე საქართველო გამთლიანდა, გაქრისტიანდა და ეს მადლი მოგვყვება და მე ყველას გისურვებთ, რომ ეს მადლი გფარავდეთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ფოკას მამათა მონასტერში, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ.

კითხვაზე, სადამდე გაჰყვებოდა მომლოცველებთან ერთად მსვლელობას, რომლებიც წმინდა ნინოს გზას გაივლიან, პრეზიდენტმა განაცხადა: “სანამ შევძლებ მსვლელობას იქამდე გავაგრძელებ”.

 

palitravideo.ge

Διαδώστε: