28 Δεκεμβρίου, 2020

სამების ტაძარში საკვირაო წირვაზე სამღვდელოება შეზღუდული რაოდენობით დაუშვეს

Διαδώστε:

2020 წლის 27 დეკემბერს ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საკვირაო საღვთო ლიტურგია აღავლინა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრმა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ.

წირვაზე მღვდელმთავარს თანამსახურებდნენ მხოლოდ სამი მღვდელი და რამდენიმე დიაკონი, რომელთაც ღვთისმსახურების დაწყების წინ კორონავირუსულ ინფექციაზე ტესტირება ჩაუტარდათ და უარყოფითი პასუხების დადასტურების შემდეგ დაიშვა მათი მონაწილეობა ლიტურგიაში.

 

wenews.ge

Διαδώστε: