12 Απριλίου, 2019

სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მორიგი შეხვედრა ჩატარდა

Διαδώστε:

ა.წ. 11 აპრილს საქართველოს საპატრიარქოს ინიციატივითა და ორგანიზებით სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში მორიგი შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა თემა, – „გამოხატვის თავისუფლება საქართველოში“. გამომსვლელთა მიერ აღინიშნა რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მეტად მნიშვნელოვანი მონაპოვარია და აუცილებელია მისი დაცვა, მაგრამ ამავდროულად დაუშვებელია სიტყვის თავისუფლების სახელით ბილწსიწტყვაობის, აგრესიის, შეურაცხყოფის და ცილისწამების გავრცელება, მით უმეტეს მასმედიით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტარები, კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

 

patriarchate.ge

Διαδώστε: