31/10/2019 31/10/2019 საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას სინოდის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობს. საპატრიარქოში შესვლამდე მღვდელთმთავრებს კონკრეტული კომენტარები არ გაუკეთებიათ, თუ რა გადაწყვეტილებები შეიძლება, მიიღონ წმინდა სინოდის შეკრებაზე. თუმცა, წმინდა სინოდის წევრთა ნაწილმა დაადასტურა, რომ სინოდის სხდომაზე საუბარი იქნება პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსის, ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებებზე. ასევე, მღვდელთმთავრები არ გამორიცხავენ,...
31 Οκτωβρίου, 2019 - 11:02
Τελευταία ενημέρωση: 31/10/2019 - 11:32

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

Διαδώστε:
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.

სხდომას სინოდის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელმძღვანელობს.

საპატრიარქოში შესვლამდე მღვდელთმთავრებს კონკრეტული კომენტარები არ გაუკეთებიათ, თუ რა გადაწყვეტილებები შეიძლება, მიიღონ წმინდა სინოდის შეკრებაზე. თუმცა, წმინდა სინოდის წევრთა ნაწილმა დაადასტურა, რომ სინოდის სხდომაზე საუბარი იქნება პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსის, ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებებზე.

ასევე, მღვდელთმთავრები არ გამორიცხავენ, რომ მსჯელობა გაიმართოს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის საკითხზე.

წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომას ესწრება ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი, რომელმაც, როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ დატოვა პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობა.

დღევანდელ სხდომას არ ესწრება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων