08/05/2019 08/05/2019 საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროსადმი მიმართავას ავრცელებს. საპატრიარქო ითხოვს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარებასთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია მიაწოდონ და ინტერესდება თუ რატომ არ შეასრულა იუსტიციის სამინისტრომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია.   „ა.წ. 20 მარტს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველის ოფისმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარების შესაფასებლად დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი ჩართო....
08 Μαΐου, 2019 - 14:30

საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, ომბუდსმენის და იუსტიციის სამინისტროსადმი მიმართავას ავრცელებს

Διαδώστε:
საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, ომბუდსმენის და იუსტიციის სამინისტროსადმი მიმართავას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველისა და იუსტიციის სამინისტროსადმი მიმართავას ავრცელებს. საპატრიარქო ითხოვს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარებასთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია მიაწოდონ და ინტერესდება თუ რატომ არ შეასრულა იუსტიციის სამინისტრომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია.

 

„ა.წ. 20 მარტს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ სახალხო დამცველის ოფისმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარების შესაფასებლად დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტი ჩართო. მათ განაცხადეს, რომ მე-18 დაწესებულებაში პატიმარს არ უტარდება ის სამედიცინო დახმარება, რაც სჭირდება. ეს დასკვნა და სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომ იგი გადაყვანილი ყოფილიყო სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაეგზავნა სასჯელაღსრულების დაწესებულებასაც.

ვინაიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე დღემდე რჩება მე-18 დაწესებულებაში, გთხოვთ, თქვენი მხრიდან გვაცნობოთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა,- ნათქვამია საპატრიარქოს წერილში, რომელიც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გიორგი პატარაძეს გადაეგზავნა.

 

ამასთან, საპატრიარქო სახალხო დამცველისგან ითხოვს მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა არის მიზეზი იმისა, რომ თვეზე მეტია გასული სახალხო დამცველის რეკომენდაციისგან და ამ ხნის განმავლობაში სასჯელაღსრულების უწყებას ომბუდსმენის რეკომენდაცია არ შეუსრულებია.

რაც შეეხება სახალხო დამცველის პასუხს საპატრიარქოსადმი, ომბუდსმენის საპასუხო წერილში წერია, რომ იუსტიციის სამინისტროდან ინფორმაცია მიიღეს და უწყებიდან მიღებული მასალები დამატებით შესწავლას და რეაგირებას საჭიროებს. ომბუდსმენის ინფორმაციით, ისინი აგრძელებენ იუსტიციის სამინსისტროსთან კომუნიკაციას და აკვირდებიან სამსახურის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს. ამის შემდეგ კი საჭიროების შემთხვევაში დამატებით ღონისძიებებს მიმართავენ.

 

 

 

interpressnews.ge

 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων