18/10/2020 18/10/2020 საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლის, დეკანოზ დავით ტატანაშვილის განცხადებით, გელათის საკათედრო ტაძარში დროებითი გადახურვის სამუშაოები ჩატარდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შემსრულებელ კომპანიას დაევალა, რომ ხელახლა შეასრულოს სამუშაოები და დაზიანებული ნაწილი აღადგინოს. „ზოგადად, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ საკითხზე ყველა ვდარდობთ. ყველას გვინდა, რომ გელათთან მიმართებით ყველაფერი კარგად იყოს. ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის...
18 Οκτωβρίου, 2020 - 17:21
Τελευταία ενημέρωση: 18/10/2020 - 17:22

საპატრიარქო: “დროებითი გადახურვა გაუკეთდა გელათს, რომ წყალი არ ჩავიდეს”

Διαδώστε:
საპატრიარქო: “დროებითი გადახურვა გაუკეთდა გელათს, რომ წყალი არ ჩავიდეს”

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლის, დეკანოზ დავით ტატანაშვილის განცხადებით, გელათის საკათედრო ტაძარში დროებითი გადახურვის სამუშაოები ჩატარდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შემსრულებელ კომპანიას დაევალა, რომ ხელახლა შეასრულოს სამუშაოები და დაზიანებული ნაწილი აღადგინოს.

„ზოგადად, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ საკითხზე ყველა ვდარდობთ. ყველას გვინდა, რომ გელათთან მიმართებით ყველაფერი კარგად იყოს. ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან, რომ ეს ხარვეზი ოფიციალურად დაფიქსირდა. ამაში ექსპერტებიც იყვნენ ჩართული. იმ ფირმას, ვინც ამ სამუშაოებს ასრულებს,დაევალა, რომ ხელახლა შეასრულოს სამუშაოები და აღადგინოს ის, რაც დაზიანებულია. ჩვენ კონტაქტში ვართ აღნიშნულ სააგენტოსთან და ჩვენი და მათი ინფორმაციით, თავდაპირველად სხვა ქარხნისგან მოდიოდა ამ „კრამიტის“ შეკვეთა, შემდეგ სააგენტოსგან დაუკითხავად ამ შემსრულებელმა შეცვალა მომწოდებელი ქარხანა. ამის გამო, დროთა განმავლობაში „კრამიტს“ ხარვეზი აღმოაჩნდა, მაგრამ ახლა დროებით საფრთხე არაფერს ემუქრება. დროებითი გადახურვა გაუკეთდა გელათს იმ ადგილებში, სადაც დაზიანება არის, რომ წყალი არ ჩავიდეს. წყლის ჩასვლის საშიშროება არ არსებობს. ნელ-ნელა დაიწყება ამ „კრამიტის“ გამოსწორება და ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა დეკანოზ დავით ტატანაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, უნიკალური ფრესკები განადგურების პირასაა. საუბარია ტაძრის სახურავის აღდგენის სამუშაოებზე, რის გამოც ტაძარში წყალი ჩადის და ფრესკებს აზიანებს.


dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων