27 Ιουνίου, 2019

საპატრიარქო – ვთხოვთ ხელისუფლებას და ბანკების ხელმძღვანელებს, გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს

Διαδώστε:

საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებასა და ბანკების ხელმძღვანელებს მიმართავს, ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს შეღავათი გაუწიონ.

საპატრიარქო მიმდინარე მოვლენებს განცხადებით გამოეხმაურა.

როგორც საპატრიარქო აღნიშნავს, ამა წლის 19 ივნისიდან განვითარებულმა მოვლენებმა, შეიძლება, ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართული საქართველოს არაერთი მოქალაქე სერიოზულად დააზარალოს, რადგან ბევრ მათგანს აღებული აქვს საბანკო კრედიტი და პრობლემები შეექმნება მის დაფარვაში.

„ამიტომაც ვთხოვთ ხელისუფლებას და ბანკების ხელმძღვანელებს, ვიდრე ვითარება შეიცვლება, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, საპატრიარქო მრევლს სთხოვს, წელს საქართველოში დასვენება ამჯობინონ.

„ამასთან, ვთხოვთ ჩვენს მრევლს, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს ამჯობინეთ დასვენება საქართველოში“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

1tv

Διαδώστε: