11 Μαΐου, 2019

საპატრიარქო – მოლაპარაკებების შედეგად დავით გარეჯში სიტუაცია დასტაბილურდა, მნახველებისთვის ჩიჩხიტურის მონასტერი გაიხსნა

Διαδώστε:

მოლაპარაკებების შედეგად დავით გარეჯში სიტუაცია დასტაბილურდა, – ამისი შესახებ საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„მოლაპარაკებების შედეგად დავით გარეჯში სიტუაცია დასტაბილურდა. ღვთის წყალობით, ამ დროისთვის გახსნილია ჩიჩხიტურის მონასტერიც და მნახველებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ ქართული კულტურის ამ შესანიშნავი ძეგლის მოლოცვა. იმედს ვიტოვებთ, დემარკაციის პროცესი მშვიდობიანად წარიმართება და აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდება“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

IPN

Διαδώστε: