16 Μαρτίου, 2020

სასულიერო პირების გადაწყვეტილებით, ფოთისა და ხობის ეპარქიის ტაძრებს დეზინფექცია ჩაუტარდება, ზიარების წესი კი უცვლელი დარჩება

Διαδώστε:

 

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ფოთისა და ხობის ეპარქიის წარმომადგენლებს შეხვდა.

კრებას დაესწრო ფოთის ეპიდემიოლოგიც, რომლისგანაც ეპარქიის წარმომადგენლებმა რეკომენდაციები მიიღეს.

გადაწყდა, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ მოხდება ეპარქიის მოქმედი ტაძრების დეზინფექცია, ხოლო ზიარების წესი დარჩება უცვლელი, მორწმუნეები ერთი კოვზით ეზიარებიან.

„სიტკბოების მიღება არ წარმოადგენს სავალდებულო წესს, მრევლს მიეცა არჩევანის უფლება და მოიქცევა მისი შეხედულების მიხედვით. ეპარქიის თითოეულ ტაძარში ყოველ კვირას წირვის მსახურებას მოებმევა წყლის კურთზევა,მცირე აიაზმა. ჯვრის თაყვანისცემის კვირას 12 საათზე ქალაქ ფოთის საკათედრო ტაძრის წყალკურთხევის შენობაში მოეწყობა დიდი აიაზმა. ეპარქიის ტაძრებში მონაცვლეობით ყოველ ხუთშაბათს 12 საათზე შესრულდება ზეთის კურთხევის საიდუმლო. თითოეულ ტაძარში ყოველ კვირას შესრულდება სავედრებელი ლოცვა“ ,- განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მდივანმა, დეკანოზმა ამბროსი ხოშტარიამ.

1tv.ge

Διαδώστε: