23 Δεκεμβρίου, 2020

სატელეფონო საუბარი შედგა უწმიდეს პატრიარქ კირილესა და უნეტარეს მიტროპოლიტ ტიხონს შორის

Διαδώστε:

 

2020 წლის 21 დეკემბერს სატელეფონო საუბარი შედგა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდეს პატრიარქს კირილესა და ვაშინგტონის მთავარეპისკოპოსსა და სრულიად ამერიკისა და კანადის უნეტარეს მიტროპოლიტს ტიხონს შორის.

მწყემსმთავრებმა ერთმანეთს მიულოცეს ქრისტეს შობის მოახლოებული დღესასწაული, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ამერიკაში აღნიშნავს იულიუსის კალენდრის შესწორებული სტილით 25 დეკემბერს, ხოლო რუსეთის მართლმადიდებლი ეკლესია – იულიუსის კალენდრის ძველი სტილით 25 დეკემბერს (7 იანვარს).

მის უნეტარესობა ტიხონთან სატელეფონო საუბარში მისმა უწმიდესობამ კირილემ გულთბილად გაიხსენა თავისი ვიზიტები ამერიკაში, მათ შორის ალასკაზე.

პატრიარქმა კირილემ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ მიმდინარე წელი არის საიუბილეო: ორმოცდაათი წლის წინ, 1970 წლის 10 აპრილს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის ნეტარხსენებულმა პატრიარქმა ალექსი პირველმა ხელი მოაწერა ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს /ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას არ სცნობენ მსოფლიო და სხვა პრეზვიგენული საპატრიარქოები და არც სხვა საპატრიარქოებისა და ავტოკეფალური ეკლესიების უმრავლესობა. სცნობენ: მოსკოვის საპატრიარქო, საქართველოს საპატრიარქო, პოლონეთის ეკლესია, ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია/.

უწმიდესმა პატრიარქმა კირილემ უნეტარესი მიტროპოლიტი ტიხონი მიიწვია რუსეთში, როდესაც სანიტარულ-ეპიდემიური სიტუაცია ამის საშუალებას მოიტანს.

პატრიარქმა კირილემ მიტროპოლიტ ტიხონს პირადად გამოუცხადა სამძიმარი ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი მეთაურის, უნეტარესი მიტროპოლიტის თეოდოსისა და ასევე სიტკინისა და ალასკის მთავარეპისკოპოსის დავითის გარდაცვალების გამო, რომლებიც მიმდინარე წელს აღესრულნენ. პატრიარქმა კირილემ აღნიშნა, რომ მთავარეპისკოპოსი დავითი იყო დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც უნეტარეს ტიხონს ახლდა მოსოვში ვიზიტისას 2019 წელს.

თავის მხრივ უნეტარესმა მიტროპოლიტმა ტიხონმა პატრიარქ კირილეს განსაკუთრებული სამძიმარი გამოუცხადა ყაზანისა და თათრეთის მიტროპოლიტის თეოფანეს გარდაცვალების გამო, რომელსაც უნეტარესი ტიხონი პირადად იცნობდა.

სატელეფონო საუბრისას პატრიარქმა კირილემ მადლიერებით აღნიშნა ამერიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მოსკოვის საპატრიარქოსთვის სასარგებლო პოზიცია უკრაინის საეკლესიო საკითხის შესახებ.

მხარეებმა განიხილეს და აღნიშნეს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი ეკლესია ამერიკაში შეგუებითა და გაგებით ეკიდებიან კორონავირუსული პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებს.

საუბრის დროს ასევე დაისვა საკითხი მოსკოვის წმიდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრის რესტავრაციის დასრულების შესახებ, რომელიც არის ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობა მოსკოვში.

wenews.ge

Διαδώστε: