29/02/2020 29/02/2020 27 თებერვალს, 13:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სხდომა გაიმართება. დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის გადავადების შუამდგომლობით სასამართლოს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მიმართა. საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლის დეკანოზი მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, საპატრიარქოს დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით პოზიცია ვერ ექნება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საპატრიარქომ...
29 Φεβρουαρίου, 2020 - 21:13

საქალაქო სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელებს

Διαδώστε:
საქალაქო სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებაზე იმსჯელებს

27 თებერვალს, 13:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სხდომა გაიმართება.

დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის გადავადების შუამდგომლობით სასამართლოს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მიმართა.

საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლის დეკანოზი მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, საპატრიარქოს დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით პოზიცია ვერ ექნება.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საპატრიარქომ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით თავისი სამუშაო შეასრულა და პრეზიდენტს მისი შეწყალება სთხოვა.

„საპატრიარქოს ამასთან დაკავშირებით პოზიცია არ ექნება და ვერ ექნება, რადგან ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია. ჩვენ ჩვენი სამუშაო შევასრულეთ და გადავეცით თხოვნა საქართველოს პრეზიდენტს მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით. სხვა დამატებით კომენტარს ამ საკითხზე ვერ გავაკეთებთ, რადგანაც, ის სიცრუე, რაც ხშირად ვრცელდება ჩვენი მისამართით, რომ ჩვენ თითქოსდა მიზანმიმართულად გავაკეთეთ და ხელი შევუშალეთ ამას, თქვენ თვითონაც ხვდებით, რომ არასერიოზულია. ექსპერტიზის დასკვნა გადაწყვეტს, რამდენად რეალურია ის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაზეც მისი უფლებადამცველები საუბრობენ და შესაბამისად სახელმწიფო მიიღებს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. ჩვენ ამ საკითხში ვერც ჩავერევით, არც ჩავრეულვართ და არც ვაპირებთ ჩარევას. რადგანაც ჩვენ მასთან დაკავშირებით გავაკეთეთ შეწყალების თხოვნა პრეზიდენტის სახელზე ეს უკვე ყველაფრის მთქმელია”,- აღნიშნა მამა მიქაელმა.

 

dogma.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων