10/05/2020 10/05/2020 მოციქული სვიმეონი, ნათესავი უფლისა მოციქული და მღვდელმოწამე სვიმეონი, ძმა უფლისა (107) იყო კლეოპას, წმიდა იოსებ დამწინდველის უმცროსი ძმის ძე. მან იხილა უფლის სასწაულები, ირწმუნა მისი და გახდა 70 მოციქულთაგანი. წმიდა სვიმეონი ქადაგებდა ქრისტეს სწავლებას და ამხელდა კერპთაყვანისმცემლობას. წმიდა იაკობ მოციქულის მოკვდინების შემდეგ ქრისტიანებმა იგი იერუსალიმის ეპისკოპოსად აირჩიეს. იმპერატორ ტრაიანეს მეფობის ჟამს) რომაელ მმართველს ატიკას უთხრეს,...
10 Μαΐου, 2020 - 15:51
Τελευταία ενημέρωση: 10/05/2020 - 15:53

საქართველოს მართლმადიდებებლი ეკლესია 10 მაისს მოციქულისა და მღვდელმოწამე სვიმეონის, ნათესავისა უფლისა და მართლი ევლოგი უცხოთშემწყნარებელის ხსენების დღეს აღნიშავს

Διαδώστε:
საქართველოს მართლმადიდებებლი ეკლესია 10 მაისს მოციქულისა და მღვდელმოწამე სვიმეონის, ნათესავისა უფლისა და მართლი ევლოგი უცხოთშემწყნარებელის ხსენების დღეს აღნიშავს

მოციქული სვიმეონი, ნათესავი უფლისა

მოციქული და მღვდელმოწამე სვიმეონი, ძმა უფლისა (107) იყო კლეოპას, წმიდა იოსებ დამწინდველის უმცროსი ძმის ძე. მან იხილა უფლის სასწაულები, ირწმუნა მისი და გახდა 70 მოციქულთაგანი. წმიდა სვიმეონი ქადაგებდა ქრისტეს სწავლებას და ამხელდა კერპთაყვანისმცემლობას. წმიდა იაკობ მოციქულის მოკვდინების შემდეგ ქრისტიანებმა იგი იერუსალიმის ეპისკოპოსად აირჩიეს. იმპერატორ ტრაიანეს მეფობის ჟამს) რომაელ მმართველს ატიკას უთხრეს, რომ წმიდა სვიმეონი დავით მეფის ტომიდან იყო (რომაელები ანადგურებდნენ დავით მეფის შთამომავლებს) და ქრისტეს სარწმუნოებას აღიარებდა. წარმართებმა შეიპყრეს 100 წელს მიტანებული წმიდა ეპისკოპოსი და ხანგრძლივი წამების შემდეგ ჯვარს აცვეს.

 

მართალი ევლოგი უცხოთშემწყნარებელი

მართალი ევლოგი უცხოთშემწყნარებელი IV საუკუნეში ცხოვრობდა თებაიდაში. მან უცხოთა შეწყნარებისა და მსახურების ღვაწლი იდო თავს, რითაც სათნო ეყო მოწყალეთა შემწყალებელ უფალს და ეკლესიის მიერ წმიდანად იქნა კანონიზებული.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

— sputnik-georgia.com

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων