27 Δεκεμβρίου, 2019

საქართველოს საპატრიარქოში სუიციდთან ბრძოლის შესახებ შეხვედრა ჩატარდა

Διαδώστε:

 

ა.წ. 26 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში სასულიერო პირების, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების, განათლებისა და იუსტიციის სამინისტროების, საპატრულო პოლიციის, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა იყო „სუიციდთან ბრძოლის ინტერსექტორული შესაძლებლობები“.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ახალგაზრდებში თვითმკვლელობის მზარდ სტატისტიკაზე, მის გამომწვევ მიზეზებზე და ამ პრობლემის დასაძლევ ღონისძიებებში ეკლესიის აქტიური ჩართვის აუცილებლობაზე. დაისახა გეგმები სუიციდის გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლისთვის ეკლესიის, სახელმწიფოს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების ურთიერთთანამშრომლობით.

patriarchate.ge

Διαδώστε: