07/01/2020 07/01/2020   ფოთში, საშობაო ალილო ჩატარდა. შობის მახარობლებმა ქალაქის მთავარ ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს და მოსახლეობას მაცხოვრის შობის დღესასწაული მიულოცეს. საეკლესიო პირების, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და რიგითი მოქალაქეების მსვლელობა პირველ საათზე ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო და საკათედრო ტაძართან დასრულდა. ალილოზე შეგროვდა სურსათ-სანოვაგე, რომელიც შემდეგ შეჭირვებულ ადამიანებს გადაეცემათ. საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა 2000...
07 Ιανουαρίου, 2020 - 17:02

საშობაო ალილო ფოთში [ფოტო]

Διαδώστε:
საშობაო ალილო ფოთში [ფოტო]

 

ფოთში, საშობაო ალილო ჩატარდა. შობის მახარობლებმა ქალაქის მთავარ ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს და მოსახლეობას მაცხოვრის შობის დღესასწაული მიულოცეს.

საეკლესიო პირების, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და რიგითი მოქალაქეების მსვლელობა პირველ საათზე ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო და საკათედრო ტაძართან დასრულდა.

ალილოზე შეგროვდა სურსათ-სანოვაგე, რომელიც შემდეგ შეჭირვებულ ადამიანებს გადაეცემათ.

საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა 2000 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით აღდგა.

 

1tv.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων