02/12/2020 03/12/2020 “რუმინელების ერთიან ეროვნულ სახელმწიფოდ გაერთიანება მოხდა მრავალსაუკუნოვანი ტანჯვის, მრავალი სულიერი და მატერიალური მსხვერპლის შედეგად” – აღნიშნა სრულიად რუმინეთის პატრიარქმა უნეტარესმა დანიელმა რუმინეთის ეროვნული ერთიანობის დღეს. “ჩვენი მღვდლები ჯარისკაცებს ბრძოლაში ეხმარებოდნენ და მათთან ერთად იყვნენ რთულ დღეებში… მოგვიანებით, პირველი მსოფლიო ომის დროს, ფრონტზე იმყოფებოდა 250 რუმინელი მღვდელი, რომლებსაც “სამხედრო აღმსარებლებს” უწოდებდნენ. მათგან რამდენიმე სიკვდილითაც კი დასაჯეს”,...
02 Δεκεμβρίου, 2020 - 20:15
Τελευταία ενημέρωση: 03/12/2020 - 11:51

“საჩუქარი არასდროს მიგვიღია, ყველაფერი მსხვერპლით მოვიპოვეთ” – რუმინეთის პატრიარქი

Διαδώστε:
“საჩუქარი არასდროს მიგვიღია, ყველაფერი მსხვერპლით მოვიპოვეთ” – რუმინეთის პატრიარქი

“რუმინელების ერთიან ეროვნულ სახელმწიფოდ გაერთიანება მოხდა მრავალსაუკუნოვანი ტანჯვის, მრავალი სულიერი და მატერიალური მსხვერპლის შედეგად” – აღნიშნა სრულიად რუმინეთის პატრიარქმა უნეტარესმა დანიელმა რუმინეთის ეროვნული ერთიანობის დღეს.

“ჩვენი მღვდლები ჯარისკაცებს ბრძოლაში ეხმარებოდნენ და მათთან ერთად იყვნენ რთულ დღეებში…

მოგვიანებით, პირველი მსოფლიო ომის დროს, ფრონტზე იმყოფებოდა 250 რუმინელი მღვდელი, რომლებსაც “სამხედრო აღმსარებლებს” უწოდებდნენ. მათგან რამდენიმე სიკვდილითაც კი დასაჯეს”, – დასძინა მისმა უნეტარესობამ.

პატრიარქმა ასევე მოიხსენია ბერები და მონაზვნები, რომლებიც ზრუნავდნენ დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე.

“ჩვენს ისტორიაში საჩუქარი არასოდეს მიგვიღია, ყველაფერი, რაც შეძენილი იქნა, მსხვერპლით შევიძინეთ”- აღნიშნა რუმინეთის პატრიარქმა.

 

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων