02 Δεκεμβρίου, 2020

“საჩუქარი არასდროს მიგვიღია, ყველაფერი მსხვერპლით მოვიპოვეთ” – რუმინეთის პატრიარქი

Διαδώστε:

“რუმინელების ერთიან ეროვნულ სახელმწიფოდ გაერთიანება მოხდა მრავალსაუკუნოვანი ტანჯვის, მრავალი სულიერი და მატერიალური მსხვერპლის შედეგად” – აღნიშნა სრულიად რუმინეთის პატრიარქმა უნეტარესმა დანიელმა რუმინეთის ეროვნული ერთიანობის დღეს.

“ჩვენი მღვდლები ჯარისკაცებს ბრძოლაში ეხმარებოდნენ და მათთან ერთად იყვნენ რთულ დღეებში…

მოგვიანებით, პირველი მსოფლიო ომის დროს, ფრონტზე იმყოფებოდა 250 რუმინელი მღვდელი, რომლებსაც “სამხედრო აღმსარებლებს” უწოდებდნენ. მათგან რამდენიმე სიკვდილითაც კი დასაჯეს”, – დასძინა მისმა უნეტარესობამ.

პატრიარქმა ასევე მოიხსენია ბერები და მონაზვნები, რომლებიც ზრუნავდნენ დაჭრილ და ავადმყოფ ჯარისკაცებზე.

“ჩვენს ისტორიაში საჩუქარი არასოდეს მიგვიღია, ყველაფერი, რაც შეძენილი იქნა, მსხვერპლით შევიძინეთ”- აღნიშნა რუმინეთის პატრიარქმა.

 

wenews.ge

Διαδώστε: