სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
![სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა](https://www.orthodoxianewsagency.gr/wp-content/uploads/2019/05/1-46-1024x682.jpg)
ა.წ. 8 მაისს საპატრიარქოში საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმა, რომელიც ითვალისწინებს მახათას მთაზე ერთობლივი საგანმანათლებლო-სამუზეუმო სივრცის შექმნას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბ-ნმა მამუკა ბახტაძემ და საზოგადოება ,,ივერიისას” თავმჯდომარემ ბ-ნმა გიორგი თავაძემ.
როგორც მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, ისე პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვეს, რომ ახალი საგანმანათლებლო-სამუზეუმო ცენტრი მალე აშენდება და იგი დიდად შეუწყობს ხელს ჩვენი მომავალი თაობის სულიერ-ინტელექტუალურ აღზრდას.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.