31/12/2020 31/12/2020 2020 წლის 29 დეკემბერს ორმოცი დღე გავიდა უწმიდესი სრულიად სერბეთის პატრიარქის ირინეოსის გარდაცვალებიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით, სერბეთის საკათედრო ტაძარში, პატრიარქ ირინეოსის სულის საოხად საღმრთო ლიტურგია აღავლინა სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, დაბრო-ბოსნიის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა, სერბეთის საპატრიარქოს მღვდელმთავრებთან ერთად. წირვის შემდგომ ამავე ტაძარში დაკრძალული უწმიდესი პატრიარქის ირინეოსის საფლავთან აღავლინეს მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი. ღვთისმსახურებას დაესწრნენ სერბეთის პრეზიდენტი და...
31 Δεκεμβρίου, 2020 - 20:37
Τελευταία ενημέρωση: 31/12/2020 - 20:38

სერბეთის პატრიარქ ირინეოსის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს ღვთისმსახურება აღესრულა

Διαδώστε:
სერბეთის პატრიარქ ირინეოსის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს ღვთისმსახურება აღესრულა

2020 წლის 29 დეკემბერს ორმოცი დღე გავიდა უწმიდესი სრულიად სერბეთის პატრიარქის ირინეოსის გარდაცვალებიდან.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სერბეთის საკათედრო ტაძარში, პატრიარქ ირინეოსის სულის საოხად საღმრთო ლიტურგია აღავლინა სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, დაბრო-ბოსნიის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა, სერბეთის საპატრიარქოს მღვდელმთავრებთან ერთად.

წირვის შემდგომ ამავე ტაძარში დაკრძალული უწმიდესი პატრიარქის ირინეოსის საფლავთან აღავლინეს მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი. ღვთისმსახურებას დაესწრნენ სერბეთის პრეზიდენტი და მთავრობის წევრები.

 

wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων