31 Δεκεμβρίου, 2020

სერბეთის პატრიარქ ირინეოსის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს ღვთისმსახურება აღესრულა

Διαδώστε:

2020 წლის 29 დეკემბერს ორმოცი დღე გავიდა უწმიდესი სრულიად სერბეთის პატრიარქის ირინეოსის გარდაცვალებიდან.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სერბეთის საკათედრო ტაძარში, პატრიარქ ირინეოსის სულის საოხად საღმრთო ლიტურგია აღავლინა სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, დაბრო-ბოსნიის მიტროპოლიტმა ქრიზოსტომოსმა, სერბეთის საპატრიარქოს მღვდელმთავრებთან ერთად.

წირვის შემდგომ ამავე ტაძარში დაკრძალული უწმიდესი პატრიარქის ირინეოსის საფლავთან აღავლინეს მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი. ღვთისმსახურებას დაესწრნენ სერბეთის პრეზიდენტი და მთავრობის წევრები.

 

wenews.ge

Διαδώστε: