06 Δεκεμβρίου, 2023

სერბეთის საპატრიარქოს სამეცნიერო დელეგაცია რუსეთს ეწვია

Διαδώστε:

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილების შესაბამისად, 2023 წლის 22 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით რუსეთში იმყოფებოდა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: ბელგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის მართლმადიდებლური სასულიერო ფაკულტეტის დეკანი პროტოპრესვიტერი ზორან რანკოვიჩი, სერბეთის საპატრიარქოს ბიბლიოთეკის დირექტორი ზ. ნედელკოვიჩი და სერბეთის საპატრიარქოს ბიბლიოთეკის თანამშრომელი ქ-ნი ე. სლავკოვიჩი.

22-27 ნოემბერს სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია სანკტ-პეტერბურგს ეწვია, სადაც 24 ნოემბერს რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და სერბეთის საპატრიარქოს ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქში ყოფნისას სტუმრებმა სერბეთიდან მოინახულეს ყაზანის ტაძარი, ალექსანდრე ნეველის ლავრა და ღირსი ალექსანდრე სვირელის მონასტერი, ასევე ნეტარი ქსენია პეტერბურგელის სამლოცველო და წმინდა მართალი იოანე კრონშტადტელის საფლავი კარპოვკაზე იოანეს სტავროპიგიულურ დედათა მონასტერში.

27 ნოემბერს დელეგაცია მოსკოვში ჩავიდა, სადაც მას შეხვდა და მასპინძლობა გაუწია საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების სამდივნოს თანამშრომელი ა.იუ. ხოშევი. პოკროვსკის სტავროპიგიალურ დედათა მონასტერში სტუმრებმა თაყვანი სცეს ნეტარი მატრონა მოსკოველის ნეშტს, ხოლო დანილოვის სტავროპიგიალურ მამათა მონასტერში – ნეტარი დანიელ მოსკოველი მთავრის წმინდა ნეშტსა და გახელგანთქმული სავანის სხვა სიწმინდეებს.

29 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკასა და სერბეთის საპატრიარქოს ბიბლიოთეკას შორის იმავე დღეს დელეგაციის წევრები ეწვივნენ წმინდა ანდრიას სტავროპიგიალურ მამათა მონასტერს, სადაც შეხვდნენ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური ბიბლიოთეკის დირექტორს დეკანოზ ალექსანდრე ტროიცკის და წმინდა ანდრიას მონასტრის წინამძღვარს, მოსკოვის სასულიერო აკადემიის ასპირანტურის ხელმძღვანელს იღუმენ დიონისეს (შლიონოვი), რომელმაც სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას გააცნო წმინდა ანდრიას მონასტრის, სინოდალური ბიბლიოთეკისა და მოსკოვის სასულიერო აკადემიის ასპირანტურის ისტორიები და დღევანდელი მდგომარეობა, განიხილეს ურთიერთობის პერსპექტივები ბელგრადის უნივერსიტეტის მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო ფაკულტეტთან და სერბეთის საპატრიარქოს ბიბლიოთეკასთან.

30 ნოემბერს სერბეთის საპატრიარქოს სამეცნიერო დელეგაციის წევრები ეწვივნენ რუსეთის უძველესი აქტების სახელმწიფო არქივს (РГАДА), სადაც შეხვდნენ РГАДА-ს დირექტორს ვ.ა. არაკჩეევს და მის მოადგილეებს იუ.მ. ესკინსა და ა.ა. გოლუბინსკის. იმავე დღეს წმინდა ტიხონის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში შედგა საუბარი სერბ მეცნიერებსა და უნივერსიტეტის რექტორ დეკანოზ ვლადიმერ ვორობიოვს შორის. საუბარში ასევე მონაწილეობდნენ პრორექტორი სამეცნიერო და საერთაშორისო სამუშაოების დარგში დეკანოზი კონსტანტინე პოლსკოვი და საღვთისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი დეკანოზი პაველ ხონძინსკი.

მოსკოვში ყოფნის დასასრულს, სერბეთის საეკლესიო დელეგაციის წევრებმა მოილოცეს ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარი, წითელ მოედანზე ნეტარი ვასილის ტაძარი და მოსკოვის კრემლის მუზეუმები, მათ შორის, მიძინების, მთავარანგელოზისა და ხარების ტაძრები. 2 დეკემბერს დელეგაცია სამშობლოში გაბრუნდა.

mospat.ru

Διαδώστε: