26 Νοεμβρίου, 2020

სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი დაადგინეს

Διαδώστε:

სერბეთის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი დაადგინეს

სერბეთის ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, სრულიად სერბეთის ეკლესიის დაქვრივებული საპატრიარქო საყდრის მოსაყდრედ დაბრო-ბოსნიის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი (ევიჩი) აირჩიეს, რომელიც საპატრიარქო ტახტს მომავალი პატრიარქის არჩევამდე უხელმძღვანელებს.

წმინდა სინოდმა შუმადიას ეპისკოპოსი იოანე ბელგრადისა და კარლოვაცის სამთავარეპისკოპოსოს დროებით მმართველად განამწესა.

ორი დღის წინ გარდაცვლილი სრულიად სერბეთის პატრიარქის ირინეოსის ცხედარი ბელგრადის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს, სადაც საღმრთო ჟამისწირვა შესრულდა.

ახლად შესვენებული პატრიარქისათვის საღმრთო ჟამისწირვა და დაკრძალვის მსახურება შესრულდება 22 ნოემბერს, ვრაჩარის წმინდა საბას სახელობის ტაძარში, ამის შემდეგ პატრიარქ ირინეოსს გადაასვენებენ წმინდა საბას ტაძრის კრიპტაში (ტაძრის საკურთხევლის ქვეშ მდებარე საძვალე).

 

dogma.ge

Διαδώστε: