20 Μαρτίου, 2020

სოფელ ვერტყვიჭალას წმ გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია

Διαδώστε:

9 ფოტო · Updated რამდენიმე წამის წინ
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და ფონდი „ქართუ“-ს დაფინანსებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვერტყვიჭალას წმ გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. ეკლესია იყო მძიმე მდგომარეობაში, დაზიანებული იყო სახურავი,ფასადები და იატაკი,საშიშროება იყო წყლის ჩასვლის, მორღვეული იყო კარნიზები. სარეაბილიტაციო პროცესის მიმდინარეობისას, რომელიც შპს “სალდო”-მ განახორციელა, ჩატარდა შემდეგი სახის სამუშაოები: √ ფასადებზე და ინტერიერში რესტავრატორის ზედამხედველობის ქვეშ გაიწმინდა კედლები ცემენტის ნალესისგან √ გადაეწყო დაზიანებული ქვის წყობა კირდუღაბზე,ასევე ფასადებზე აღდგა საპირე წყობა უხეშად დამუშავებული კირქვით,ხოლო ბზარები ამოივსო და ამოიგოზა კირით √ აღდგა დაზიანებული კარ-ფანჯრების წირთხლები √ სახურავზე მოიხსნა ძველი ჩაკირული ფენა და ახლიდან გადაილესა კირხსნარით √ ტაძარი გადაიხურა ლითონით ლორფინის იმიტაციით √ ტაძარში აიყარა ძველი დაზიანებული იატაკი და დაიგო ახალი √ ეკლესიის გარშემო მოეწყო სარინელი √ დამონტაჟდა კარები მაგარი ჯიშის ხის მასალით ლითონის ელემენტებით

 

heritagesites.ge

Διαδώστε: