14 Οκτωβρίου, 2019

სოფელ რუისის “კვირიკეწმინდას” სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია

Διαδώστε:

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით 2019 წლის აპრილის თვიდან განხორციელდა ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ რუისის “კვირიკეწმინდას” სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები. ეკლესია ძალიან დაზიანებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა , კარნიზები და საკედლე წყობები თითქმის ჩამოშლილი ,ხოლო სახურავი კი უვარგის მდომარეობაში იყო. ჩატარდა შემდეგი სამუშაოები: ✔ კამარის ზურგი და სახურავს ქვეშ ნაწილი გაიწმინდა დუღაბისგან. ✔ სუფთად თლილი ნიჩბისის ქვით აღდგა ეკლესიის ნაკლული და დაზიანებული საფასადე კედლის გარე საპირე წყობა . ✔კარნიზების დასამონტაჟებლად გასწორდა , აღდგა კარნიზქვედა წყობა და გამოითალა ანალოგიური ქვები ✔ გამოქარული ნალესობები მოიხსნა და შეილესა კირდუღაბით. შემსრულებელი: შპს “ბედეკი westi”.

Διαδώστε: