20/03/2020 20/03/2020 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ფონდი „ქართუ“-ს დაფინანსებით, ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ საღოლაშენის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. ეკლესია იყო მძიმე მდგომარეობაში,დაზიანებული იყო სახურავი და იატაკი,საშიშროება იყო წყლის ჩასვლის,ტაძარს არ ჰქონდა სარინელი,რის გამოც ზიანდებოდა საძირკველი,ეკლესიაში საბჭოთა პერიოდში განთავსებული იყო შხამ-ქიმიკატების საწყობი,რის გამოც ტაძარში წლების განმავლობაში იდგა მძაფრი სუნის მომწამვლელი ჰაერი. სარეაბილიტაციო პროცესის...
20 Μαρτίου, 2020 - 13:22
Τελευταία ενημέρωση: 20/03/2020 - 13:24

სოფელ საღოლაშენის ღვთისმშობლის სახ.ეკლესიის რეაბილიტაცია

Διαδώστε:
სოფელ საღოლაშენის ღვთისმშობლის სახ.ეკლესიის რეაბილიტაცია

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ფონდი „ქართუ“-ს დაფინანსებით, ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ საღოლაშენის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. ეკლესია იყო მძიმე მდგომარეობაში,დაზიანებული იყო სახურავი და იატაკი,საშიშროება იყო წყლის ჩასვლის,ტაძარს არ ჰქონდა სარინელი,რის გამოც ზიანდებოდა საძირკველი,ეკლესიაში საბჭოთა პერიოდში განთავსებული იყო შხამ-ქიმიკატების საწყობი,რის გამოც ტაძარში წლების განმავლობაში იდგა მძაფრი სუნის მომწამვლელი ჰაერი. სარეაბილიტაციო პროცესის მიმდინარეობისას, რომელიც ი/მ “პაატა ბასიშვილ”-მა განახორციელა, ჩატარდა შემდეგი სახის სამუშაოები: √ აიყარა ქვის ძველი იატაკი და მის ქვემოთ 0,5 მ-ის სიღრმეზე მოიხსნა შხამ-ქიმიკატებით დაბინძურებული მიწის ფენა,არსებული სივრცე შეივსო წვრილი ღორღით და დაიგო ქართული აგური. √ მოხდა ეკლესიის დაზიანებული სახურავის დემონტაჟი,ძველი,გამოქარული კირდუღაბის მოხსნა და ახალი კირდუღაბით კამარის გადალესვა. √ ტაძარი გადაიხურა ლითონით ლორფინის იმიტაციით. √ ეკლესიის ფასადებიდან მოხდა გასული საუკუნის ბოლოს ცემენტის ხსნარით შელესილი ფრაგმენტების მოხსნა და ქვებთაშორისი ღიობები გამოილესა ახალი სპეცკირხსნარით √ ეკლესიის ინტერიერში კერძოდ სამრეკლოს ჭერში მოხდა ძველი გაჯის ნალესობის დემონტაჟი და ღიობების ამოვსება სპეცკირხსნარით √ ეკლესიის გარშემო მოეწყო სარინელი ეკლესია დარბაზულია,სამხრეთი მინაშენით და დასავლეთის გვიანდელ მინაშენზე დასმული სამრეკლოთი.თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით,საფუძვლიანად არის გადაკეთებული XIX ს-ში.

 

— heritagesites.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων