25 Ιανουαρίου, 2020

სოფელ ქვენატკოცას ეკლესიის “ყვავის- საყდარას” რეაბილიტაცია

Διαδώστε:

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით 2019 წლის აპრილი-ივნისის თვეებში განხორციელდა ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვენატკოცას ეკლესიის “ყვავის- საყდარას” რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების შედეგად: √ ტაძრის ფასადზე აღდგა კედლები რიყის ქვით ბაზალტის თლილი კვადრატებითა და ქართული აგურით. √ აღდგა დაზიანებული კარ-სარკმლების წირთხელები ქართული აგურით. √ ინტერიერში და ფასადებზე ამოიგოზა ქვის ნაკერები სპეცკირხსნარით. √ იატკი დაიგო ქართული აგურით კირდუღაბზე. √ ეკლესია გადაიხურა კრამიტის სახურავით კირის ხნარზე. √ ჩაისვა ხის მასალის კარ-სარკმელი ლითონის ელემენტებბით. √ ტაძრის გარშემო მოეწყო სარინელი ბალახის ბელტით. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა შპს „სალდო“

 

— heritagesites.ge

Διαδώστε: