18/11/2020 18/11/2020 ფონდი “ქართუ”-ს დაფინანსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფ. გარბანში მდებარე წმ. გიორგის („ოქროს ბებერი წმ. გიორგი“) სახ. დარბაზულ ეკლესიაზე დასრულდა მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. სარესტავრაციო პროცესის მსვლელობისას, რომელიც არქიტექტორ რესტავრატორმა პაატა ბასიშვილმა შეასრულა, სახურავს მოეხსნა ძველი, უსახური თუნუქის სახურავი. დემონტაჟი ჩაუტარდა ხის ძველ ფენილს. ეკლესიის კამარა გასუფთავდა ძველი,...
18 Νοεμβρίου, 2020 - 15:44

სოფ. გარბანში მდებარე წმ. გიორგის სახ.ეკლესიის რეაბილიტაცია

Διαδώστε:
სოფ. გარბანში მდებარე წმ. გიორგის სახ.ეკლესიის რეაბილიტაცია

ფონდი “ქართუ”-ს დაფინანსებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფ. გარბანში მდებარე წმ. გიორგის („ოქროს ბებერი წმ. გიორგი“) სახ. დარბაზულ ეკლესიაზე დასრულდა მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სარესტავრაციო პროცესის მსვლელობისას, რომელიც არქიტექტორ რესტავრატორმა პაატა ბასიშვილმა შეასრულა, სახურავს მოეხსნა ძველი, უსახური თუნუქის სახურავი. დემონტაჟი ჩაუტარდა ხის ძველ ფენილს. ეკლესიის კამარა გასუფთავდა ძველი, გამოქარული ცემენტის ხსნარისაგან და დამუშავდა ნესტსაწინააღმდეგო ხსნარით, რომელზეც მოეწყო ხის ახალი კონსტრუქცია.
სტრუქტურულად განახლებული ფენილი ლორფინის იმიტაციის მქონე დაფერილი თუნუქის საბურველით გადაიხურა.
სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით განხორციელებული ფიზიკური სამუშაოები ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მონიტორინგით წარიმართა.
გარბანის წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია მოწითალო ფერის ქვის თლილი კვადრებითაა ნაგები. წყობა ჰორიზონტალური რიგების დაცვითაა შესრულებული. ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონდა მინაშენი, ზოლო ჩრდილოეთ მხარეს კი – ეკვდერი, რომელთაგან მხოლოდ კედლებია შემორჩენილი. ეკლესიაზე სარესტავრაციო ჩარევები 1968-1970 წლებშიც განხორციელდა. XX საუკუნის მეორე ნახევარში საკულტო ნაგებობის რეაბილიტაციაზე რესტავრატორთა ჯგუფმა პროექტის ავტორების: თემურ აბრამიშვილისა და რუსუდან გვერდწითელის ხელმძღვანელობით იმუშავა.
გარბანის წმ. გიორგის ეკლესია IX – X ს.ს. თარიღდება.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων