21 Απριλίου, 2020

“სრულიად საქართველოს ვლოცავ და ვავედრებ უფალს” – პატრიარქის მიმართვა საქართველოს

Διαδώστε:

ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის სიხარულის თანაზიარნი გავხდით. სრულიად საქართველოს ვლოცავ და ვავედრებ უფალს; ვავედრებ ჩვენს წინაპრებს, თითეული თქვენგანის იმ ქვეყნად წასულ ოჯახის წევრს, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაშია ნათქვამი.

პატრიარქი მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს კიდევ ერთხელ ულოცავს.

„საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წევრ, ღვთივკურთხეულ შვილებს, კიდევ ერთხელ ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ამ დღემ განსაკუთრებული მადლი მოჰფინა ქვეყანას. ჩვენც გოლგოთა გავიარეთ და აღდგომის სიხარულის თანაზიარნი გავხდით. სრულიად საქართველოს ვლოცავ და ვავედრებ უფალს; ვავედრებ ჩვენს წინაპრებს, თითეული თქვენგანის იმ ქვეყნად წასულ ოჯახის წევრსა და ახლობელს და ყველა თქვენგანის სახელით შევთხოვ მაცხოვარს, თვისი წყალობა მოჰფინოს მათ უკვდავ სულებს, შეუნდოს შეცოდებანი ნებსითნი და უნებლიერთნი და საყოფელსა მართალსა დააწესოს ისინი, ამინ!

ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა! – ნათქვამია კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაში.

 

dogma.ge

Διαδώστε: