12 Δεκεμβρίου, 2020

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი

Διαδώστε:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამძიმარი გამოხატა გამოჩენილი ქართველი ლოტბარის, ქართული გალობისა და ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებლის, თავისი ნათლულის, თემურ ქევხიშვილის გარდაცვალების გამო.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის ოფიციალური წერილი გაავრცელა საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა.

“საუკუნის ხმა, – თემურ ქევხიშვილი მარადისობის მკვიდრი გახდა.

დიდებული ლოტბარის, ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის უბადლო შემსრულებლის, მომავალი თაობის აღზრდისათვის დამაშვრალი საოცარი პედაგოგის, ჩემი ნათლულის, ბატონ თემურის უკვდავი სულისთვის აღვავლენთ ლოცვებს და შევთხოვ უფალს, მიუტევოს შეცოდებანი ნებსითნი და უნებლიეთნი და სავანესა მართალთასა განუსვენოს მას, ამინ!”, – ნათქვამია კათოლიკოს-პატრიარქის წერილში.

 

 

wenews.ge

Διαδώστε: