22 Δεκεμβρίου, 2018

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა

Διαδώστε:

ა.წ. 20 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბ-ნი ლევან დავითაშვილი მიიღო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებს, არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. ბატონმა მინისტრმა ისაუბრა იმ პროგრამების შესახებ, რასაც სახელმწიფო ახორციელებს სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად და გასაძლიერებლად.

მისმა უწმინდესობამ აღნიშნა, რომ მიწა უდიდესი საუნჯეა და მას სჭირდება მოფრთხილება და სწორი გამოყენება.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებები, მათშორის მარცვლეული კულტურების წარმოება, მევენახეობა, მეხილეობა, მეფუტკრეობა, მესაქონლეობა, მეფრინველეობა. აღინიშნა რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები დადებითად აისახება სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და სოფლებში მცხოვრებ ოჯახებზე.

მისმა უწმინდესობამ ისაუბრა ქართული პროდუქციის წარმოების გაზრდის მნიშვნელობაზე და გამოთქვა იმედი, რომ სამინისტრო კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს აადგილობრივი წარმოების გაძლიერებას.

Διαδώστε: