12/03/2019 12/03/2019 სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი! დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. დღევანდელ დღეს ეწოდება შენდობის კვირიაკე, შენდობის დღე. დღეს საღამოს იქნება შენდობის წესი, ასე რომ მობრძანდით და მიიღეთ შენდობა. ხვალ იწყება დიდი მარხვა. ეს არის მარხვა სინანულისა და ღმერთმა ინებოს, რომ ამ სინანულს მოჰყვეს სიხარული. წმინდა ეფრემ ასური ამბობს: ,,ჰე უფალო, მომანიჭე მე...
12 Μαρτίου, 2019 - 12:39

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა

ჩვენთან არს ღმერთი!

დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. დღევანდელ დღეს ეწოდება შენდობის კვირიაკე, შენდობის დღე. დღეს საღამოს იქნება შენდობის წესი, ასე რომ მობრძანდით და მიიღეთ შენდობა.

ხვალ იწყება დიდი მარხვა. ეს არის მარხვა სინანულისა და ღმერთმა ინებოს, რომ ამ სინანულს მოჰყვეს სიხარული.

წმინდა ეფრემ ასური ამბობს: ,,ჰე უფალო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა”. ეს გზა _ ,,განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა” ყველაზე იოლია, რომელიც მიგვიყვანს ჩვენ სასუფეველში. ამიტომ ყველამ უნდა დაინახოს თავისი თავი.

არის შემთხვევები, როცა აღსარებაზე მიდიან მოძღვართან და მოძღვარი ეკითხება თუ რა შეცოდება ჩაუდენია და იმდენად დახშულია მათი გონება, რომ მე არავითარი ცოდვა არა მაქვსო, _ პასუხობენ.

მოძღვარი ეუბნება, _ მე მოძღვარი ვარ და მეც მაქვს ცოდვაო. შენც, შეიძლება, გქონდესო.

_ მე არა მაქვსო.

ეს იმას ნიშნავს, რომ გონება დახშული აქვს, სული დათრგუნულია. ღმერთმა ინებოს, რომ გაიხსნას ჩვენი გონება, ჩვენი სული, დავინახოთ ჩვენი შეცოდებანი და სინანულით განწმენდილნი სიხარულით შევხვდეთ ბრწყინვალე აღდგომას.

დღეს ჩვენ ვლოცავთ იარალიშვილების გვარს. ღმერთმა დაგლოცოთ იარალიშვილები, ღმერთმა გაგამრავლოთ, ღმერთმა სულიერი ძალა მოგანიჭოთ სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა.

ასევე ვლოცავთ მანდატურებს, რომელნიც წესრიგს იცავენ სკოლებში ჩვენს შვილებთან. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ღმერთმა შეიწიროს თქვენი შრომა.

დღევანდელი დღე კიდევ არის ცნობილი იმით, რომ იხსენებს ეკლესია ადამისა და ევას განდევნას სამოთხიდან. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი შეიწყალებს კაცობრიობას.

ჩვენთან არს ღმერთი!

დალოცვილი იყავით თქვენ და სრულიად საქართველო.

http://patriarchate.ge/geo/%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%93-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%97-19/

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων