08/08/2024 08/08/2024 მიიღეთ ჩვენი თანადგომა დის გარდაცვალების გამო. ოჯახის წევრებისათვის და პირველ რიგში, თქვენთვის, ძალიან მძიმეა მომხდარის გადატანა, მაგრამ გახსოვდეთ, ღვთის განგებას საფუძვლად ყოველთვის სიკეთე უდევს, თუნდაც რომ განსაცდელი ფრიად მტკივნეული იყოს. ამ შემთხვევაშიც, მართალია, ქალბატონმა ლიამ სიცოცხლე გაწირა თქვენთვის, მაგრამ თქვენც მისი მარადიული სიცოცხლის კეთილად წარმართებისთვის ხელშემწყობი მიზეზი გახდით, რადგან თქვენდამი მისმა ერთგულებამ გადაადგმევინა ისეთი ნაბიჯი,...
08 Αυγούστου, 2024 - 16:30

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონ ლევან პირველს

Διαδώστε:
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონ ლევან პირველს

მიიღეთ ჩვენი თანადგომა დის გარდაცვალების გამო.

ოჯახის წევრებისათვის და პირველ რიგში, თქვენთვის, ძალიან მძიმეა მომხდარის გადატანა, მაგრამ გახსოვდეთ, ღვთის განგებას საფუძვლად ყოველთვის სიკეთე უდევს, თუნდაც რომ განსაცდელი ფრიად მტკივნეული იყოს.

ამ შემთხვევაშიც, მართალია, ქალბატონმა ლიამ სიცოცხლე გაწირა თქვენთვის, მაგრამ თქვენც მისი მარადიული სიცოცხლის კეთილად წარმართებისთვის ხელშემწყობი მიზეზი გახდით, რადგან თქვენდამი მისმა ერთგულებამ გადაადგმევინა ისეთი ნაბიჯი, რითაც, ფაქტობრივად, აღმსრულებელი გახდა მაცხოვრის სიტყვებისა, რომ სიყვარულის უმაღლესი გამოვლინებაა სხვისთვის სულის დადება.

შევთხოვთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, ქალბატონ ლიას უკვდავ სულს სამყოფელი თვისთა სავანეთა შინა განუწესოს და მარადიული ნეტარება მიანიჭოს; ხოლო თქვენ და მისი ოჯახის წევრებს მოგმადლოთ მშვიდობა და შინაგანი სიმტკიცე, ლოცვის ძალა და მრავალ კეთილ საქმეთა აღსრულების უნარი სადიდებელად ღვთისა და საოხად ქალბატონი ლიას უკვდავი სულისა.

პატივისცემით,

ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

06.08.2024

sazu.ge

 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων